ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს 600 ლარს და გადასახადებისგან გათავისუფლებას სთავაზობს

691

ყველა გარემოვაჭრე, რომელიც ტერიტორიას დატოვებს და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაინაცვლებს, 600 ლარს მიიღებს და 2 წლით გადასახადისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, ახალი სავაჭრო ადგილისკენ დაინიშნება უფასო ავტობუსებიც. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მერია სამართალდამცველებს მიმართავს. შესაბამისი განცხადება ბათუმის მერიამ უკვე გაავრცელა.

“იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიების ნებაყოფლობით გათავისუფლება და უკანონო გარევაჭრობის შეწყვეტა, მერია განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ღონისძიებას, როგორც სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების ამოქმედების, ასევე, უნებართვოდ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცეების გათავისუფლების კუთხით,”- წერია განცხადებაში.