ბითაძე: სადისტრიბუციო კომპანიებს ადეკვატურ რეჟიმს შევთავაზებთ

862

წინა სტატია

თბილისის მერის მაია ბითაძის განცხადებით, რეჟიმი, რომელსაც მერია სადისტრიბუციო კომპანიებს შესთავაზებს, ადეკვატური იქნება, “მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ”, – თქვა ბითაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ცხელი ზაფხული გველის ამ კუთხით. კონსენსუსამდე შეიძლება ყველა საკითხზე ვერ მივიდეთ, მაგრამ მთავარია კონსენსუსი მიღწეულია თბილისის მოსახლეობასთან იმაში, რომ თბილისი არის ძალიან გადატვირთული, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით. ჰაერის დაბინძურება იქნება, თუ დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერ გადავადგილდებით და ვერ ვარსებობთ ნორმალურად – ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან. ყველამ ერთად, ბიზნესმაც და სახელმწიფომაც ერთად უნდა გავიზაროთ, რომ რაღაც ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეს ტვირთი დედაქალაქს შევუმსუბუქოთ და აქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი. ის რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, იქნება აბსოლუტურად ადეკვატური, მათ მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ და ეს პრაქტიკა ჩვენ არ მოგვიგონია. ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრაქტიკა არსებობს”, – განაცხადა ბითაძემ.