თბილისში, საირმის ქუჩაზე, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

786

საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩაზე, N7-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ავტოფარახების დემონტაჟის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

“ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე შეხვდნენ, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და რაიონში მიმდინარე პროექტები გააცნეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.