დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შვიდ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.
“პროექტის მიხედვით, დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორია მავთულბადით შემოიღობა და დაიჭიმა. ასევე, განახლდა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამჟამად, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე, შეიღებება რკინის კონსტრუქციები და დაზიანებული ბადეები ახლით შეიცვლება. უახლოეს პერიოდში კი, ხელოვნური საფარი მოეწყობა.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ ახორციელებს.