გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში "ქალთა ოთახმა“ დაიწყო მუშაობა, რომელიც მოქალაქეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს სთავაზობს დასვენებისა და სოციალური აქტივობებისთვის.
„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. შეუძლიათ მოგვაკითხონ ქალებმა, რომლებიც ძალადობას განიცდიან ოჯახში და ზოგადად. ასევე მათ, ვისთვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალადობის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით შუამავალი რგოლი,...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შპს „გზა“-სთან 2,5 მილიონ ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცლებს.
კომპანიას 2017 წლის ნოემბერში ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აეშენებინა, თუმცა დეპარტამენტმა დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია – ამჯერად, 2018 წლის 31 აგვისტომდე, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.
როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა...
წლის წინ:
"ჩვენი წესწყობილება დემოკრატიულია. დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა - ქალაქს და სოფელს - გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა, აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, იქ დემოკრატია სუსტია"
ნოე რამიშვილი
“...აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს…”
ქართული პრესა, 1918 წელი
ფარი-ხანუმ სოფიევა - ასი წლის წინ ის საქართველოში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. მის შესახებ ბევრი ცნობა შემორჩენილი არ არის, თუმცა, უმთავრესი, რაც მასზე ვიცით, ისაა, რომ 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც 1918 წელს...
თბილისის საკრებულომ კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ შეთავაზებულ ახალ პირობებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ესწრებოდა, უმრავლესობამ კი კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები ერთხმად მოიწონა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
საკრებულოში საკითხის კენჭისყრამდე, თბილისის მერიამ "ას ჯორჯიას" 15 ჰექტარ ფართობზე დენროლოგიური პარკის მოწყობის ვალდებულება მოუხსნა. კომპანიამ 7,5% მშენებლობები უნდა განახორციელოს, დარჩენილ ფართობზე კი, როგორც საკრებულოში აცხადებენ, 3,5 მილიონ დოლარის ფარგლებში პარკი უნდა მოაწყოს.
ფრაქცია "ქართული ოცნების"...
წინა სტატია
„ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კენჭისყრაში უმცირესობა არ მონაწილეობდა, უმრავლესობამ კი სახელის შეცვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.
ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, სახელი შეეცვალა თბილისში მდებარე 15 ქუჩას.
ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს და მოედანს – ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი; კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის...
გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გარევაჭრობა და ის მდგომარეობა, რასაც სამტრედიაში ჭანტურიასა და ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობა იწვევს.
მერის ინიციატივით შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება ქალაქის ტერიტორიული ორგანო, სურსათის უვნებლობის სააგენტო და პოლიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული პრობლემას გადაჭრის.
,,მაქსიმალურად უნდა დაგვიდგეს მხარში, ყველა ორგანო ვისაც შესაძლებლო აქვს აღნიშნული პრობლემის მოგვარების. მთავარია , რომ...
წინა სტატია
მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, გორის მერიამ ქალაქში ამოქმედებული პარკირებისა და ჯარიმების გადასახადი გააუქმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ პარკირების ადგილებზე გადასახადი, გორის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაუქმდა. მოკვლევით გაირკვა, რომ პარკირების გადასახადისა და ჯარიმების დაწესების უფლება მხოლოდ ბათუმსა და თბილისს აქვს.
"სამთავრობო ადმინისტრაცია საკრებულოს სამართლებრივ აქტებზე სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს. ამ უფლებამოსიალების ფარგლებში,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე იმუშავებს. ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის თქმით, სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში 17 წევრი იქნება, რომლებიც ამ მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ და ერთიან პოლიტიკას შეიმუშავებენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
„მერის სათათბირო ორგანო შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომლებიც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა გარემო უფრო მეტად ადაპტირებული გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე თითოეული პირისათვის. მის შემადგენლობაში კი,...
ბათუმის ბულვარში მაწანწალა ძაღლები დაიჭირეს, სტერილიზებული და სპეციალური ნიშნის მქონე ცხოველები შემდეგ ქალაქის გარეუბნებში გაუშვეს. კომპანია "სევერში" განმარტეს, რომ ცხოველები ბულვარში ტურისტებს საფრთხეს უქმნიდა, გარდა ამისა ისინი ყვავილებს აზიანებდნენ. ამასთან, ორგანიზაციაში დასძენენ, რომდავალება ბათუმის მერიაში გამართულ თათბირზე მიიღეს, თუმცა არ აკონკრეტებენ ვისგან. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ამბობენ, რომ "სევერისთვის" მიცემული დავალება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.
მტკიცებულება...
სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს.
რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო.
ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და ითვალისწინებს კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველჰყოფს, როგორც უპატრონო, მიუსაფარ, ასევე...
კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.
"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს: ახალი ქსელის მოწყობას; 7 ჭაბურღილისა და 900მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას; სატუმბი სადგურისა და 500მ სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჭაბურღილიდან მოპოვებული...
წინა სტატია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მდებარე სახიფათო ხიდზე მოძრაობა აიკრძალა.
დაზიანებული ხიდი დანისპარაულში, რიყეთის ცენტრში მდებარეობს. მასზე მოძრაობის საშიშროებასთან დაკავშირებით აჭარის ტელევიზიამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდ. საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის, სოფელ კოდასა და დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების საჯარო განხილვა გამართეს. პროექტები ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ წყალმომარაგებისა და...
ბათუმის მერიაში ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტების შემაჯამებელი განხილვა გაიმართა. დოკუმენტი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ანალიზის ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც ესწრებოდა. ტენდერის შედეგად პროექტის შემსრულებელი გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, სამუშაოებზე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც 40-მდე ოჯახი განთავსდება. მეორე ეტაპზე კიდევ...
შეადარე თვითმმართველობის წლის ისტორია
გაიგე, რამდენდონიანი თვითმმართველობა, რამდენი თვითმმართველი თემი და ქალაქი გვქონდა წლის წინ საქართველოში და რა გვაქვს ახლა
#აღადგინეისტორია #თვითმმართველობისდროა #26მაისი
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































