ბათუმში იაფი სახლის პროგრამით სარგებლობისთვის კრიტერიუმები განისაზღვრა

1647

ბათუმის მერიაში ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტების შემაჯამებელი განხილვა  გაიმართა. დოკუმენტი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ანალიზის ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც ესწრებოდა. ტენდერის შედეგად პროექტის შემსრულებელი გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, სამუშაოებზე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც 40-მდე ოჯახი განთავსდება. მეორე ეტაპზე კიდევ ორი კორპუსი აშენდება.

პროცესის გამჭვირვალობისთვის, ბენეფიციარებს არა ბათუმის მერია, არამედ კომპანია შეარჩევს, რომელსაც ბათუმის მერია ტენდერით შეარჩევს.

რაც შეეხება ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებს: 1. ოჯახის წევრების მოქალაქეობა; 2. ოჯახის წევრების რეგისტრაცია ბათუმში; 3. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სახლი/ბინის სტატუსი; 4. ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1-სულიანის შემთხვევაში 1200 ლარს, 2-სულიანის შემთხვევაში 1800 ლარს, 3-სულიანი ოჯახებისთვის 2400 ლარს, 4 და მეტსულიანი ოჯახებისთვის 3000 ლარს.

ამასთან, ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური; ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს არასასოფლო დანიშნულების მიწა; ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.