ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან გზის მშენებლობა 4,7 მილიონით ძვირდება

711

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შპს „გზა“-სთან 2,5 მილიონ ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცლებს.

კომპანიას 2017 წლის ნოემბერში ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აეშენებინა, თუმცა დეპარტამენტმა დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია – ამჯერად, 2018 წლის 31 აგვისტომდე, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.

როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს. დღევანდელი გათვლებით პროექტი 4,7 მილიონი ლარით ძვირდება.

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.