ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე იმუშავებს. ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის თქმით, სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში 17 წევრი იქნება, რომლებიც ამ მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ და ერთიან პოლიტიკას შეიმუშავებენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
„მერის სათათბირო ორგანო შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომლებიც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა გარემო უფრო მეტად ადაპტირებული გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე თითოეული პირისათვის. მის შემადგენლობაში კი, დებულების მიხედვით, მერიის სამსახურების წარმომადგენლები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის და შშმ პირთა წარმომადგენელი შევლენ“, – თქვა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება უკვე დაამტკიცა.