გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უცვლელი სლოგანით - ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სპეკტაკლით „როგორც გენებოთ“ გაიხსნა. გორის მერიის ცნობით, კომედიის ფესტივალისთვის 2018 წელი მნიშვნელოვანია, კერძოდ, საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია. მიმდინარე წლიდან მათ შორის ადგილი საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. გორის მერიის ინფორმაციით, კომედიის ფესტივალი იმართება, მხოლოდ ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში. ფესტივალი...
ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილმა, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ძროხა მიიყვანა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. ნიკა ვარდოშვილის თქმით, ამ ფორმით ქალაქ ბიბერახის მიერ თელავისთვის 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმის გამოგზავნას გამოეხმაურა. "წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე და ამაში ვითხოვდით მხარდაჭერას. გენგეგმა დღეს არავის ახსოვს და ითხოვენ ხარის სპსერმას", - თქვა ვარდოშვილმა. https://www.youtube.com/watch?v=gN750u7AYVM&feature=youtu.be
მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობის აღდგენისა, დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უფასო მგზავრობას მოქალაქეები დღის ბოლომდე შეძლებენ, ხოლო ხვალიდან ჩვეულებრივი სამგზავრო ტარიფი განახლდება. შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისს თბილისის მერიამ 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდნენ. მეტროპოლიტენი მგზავრებს 50 თეთრად, ხოლო მიკროავტობუსები 80 თეთრად ემსახურებიან. ხვალიდან კი, დედაქალაქში მოძრავი...
გურჯაანის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები პირველი ივლისიდან დაიწყება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, არდადეგების პერიოდში ზაფხულის ჯგუფები იმუშავებენ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. „ყველა საბავშვო ბაგა - ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2018 წლის პირველი ივლისიდან შეწყდება. პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე კი, ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში, იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან, მუშაობას ე.წ. ზაფხულის ჯგუფები დაიწყებს", - თქვა თევდორაშვილმა. მისივე...
წინა სტატია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებზე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მისი განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულების დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, დიდ დიღომში, ორი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რაზეც მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. თბილისის მერის ინფორმაციით, ჯამში 3 500 ადამიანია დაზარალებული. ამ ეტაპზე კი, 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება. ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით...
კასპის მუნიციპალიტეტში  N1 საჯარო სკოლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. მშენებარე სკოლა ოთხ სართულიანია და საკლასო ოთახების გარდა, კლასკაბინეტებს, სპორტული დარბაზს, ლიფტსა და კვების ობიექტს მოიცავს. ამასთან, მშენებლობის შემდეგ, სკოლა ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვება. მერიის ცნობით, ამჟამად, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ქალაქის N3 საჯარო სკოლაში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. როგორც მშენებლები ვარაუდობენ 2018 -2019 სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლაში შეხვდებიან.
წინა სტატია ქალაქ გორში, თბილისის ქუჩაზე, ახლადდაგებულ ასფალტზე მიწიდან წყალი ამოვიდა. რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს თხრილის გაჭრა სამ ადგილზე დასჭირდათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, როგორც გაირკვა, სასმელი წყლის მილი დაზიანდა. ,,ამჟამად, დაზიანებული მილი აღდგენილია და მიწაყრილი გაკეთებულია. ელოდებიან გრუნტის დაწევას. ამის შემდეგ, შეავსებენ ისევ ასფალტით." - აღნიშნავენ მერიის პრეს-სამსახურში. თბილისის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები კომპანია ,,იბოლიამ" შეასრულა...
ყვარლის მერიამ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. "კახეთის ხმის" ცნობით, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; უმცროსი სპეციალისტი კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერის წარმომადგენელი მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ბალღოჯიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანამშრომლების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება. თანამდებობრივი სარგო 550-დან 700 ლარამდეა. განაცხადების მიღება 13 ივნისს დასრულდება. ყვარლის მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 აპრილს საცხოვრისშში ჭერი ჩაინგრა. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნით სოციალურ საცხოვრისში არსებული დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის  რეკომენდაციითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაავალა საექსპერტო მომსახურების გაწევა...
წინა სტატია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სახლის ეზოები, კომერციული დატვირთვით გამოიყენონ. ინიციატივა მერიას ეკუთვნის. მუნიციპალიტეტი მზად არის საინტერესო პროექტების არსებობის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელოს და პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი დააფინანსოს. ''ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ბათუმის ეზოები შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ. ამორტიზებული შენობა და ეზო ძალიან კარგ ობიექტად მოგვევლინოს. ეს ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და იქ...
წინა სტატია შემდეგი სტატია ბათუმის მერია ინვესტორს ისევ ეძებს, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ტერიტორიაზე, ახალ, მცირე ზომის კორპუსს უსასყიდლოდ ააშენებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი მეორედ ჩავარდა. გამარჯვებული დღეს, 6 ივნისს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. აუქციონზე, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყო გატანილი. პირობის თანახმად...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი საგზაო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხები განიხილეს და...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, 90-იან წლებში ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახების პრობლემა სრულად მოგვარდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. “რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული. დაახლოებით 3500 ოჯახია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. შემუშავებული...
ნინოწმინდის მერიამ ვაკანტურ ადგილებზე ახალი თანამშრომლები დანიშნა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სარეკლამო აბრების განთავსებაზე, მშენებლობა–რესტავრაციასა და სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერ მუშაობაზე იქნებიან პასუხიმგებელნი. ინფორმაციას TV9 ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად ნინოწმინდის მერიაში, ვლადიმერ ჩალათაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი რადიო ,,ნორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ კეთილსინდისიერად იმუშავებს და იზრუნებს იმ საკითხების გადჭრისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ვლადიმერ ჩალათაშვილი 1969 წელს, ახალციხეში, დაიბადა. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სადისტრიბუციო...
თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. პროექტის ღირებულება 1500000 ლარია და სამუშაოები 7 თვეში დასრულდება. კალაძის თქმით, პროექტი კვლევას ეფუძნება, რომლითაც მისი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა. "ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის დემონტაჟს და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონტრუქციის აღდგენის...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს გაფიცვის შეწყვეტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, ხელფასების საკითხს მერია 2019 წელს დაუბრუნდება. "გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება კომპანიაში ფინანსურად, მოვისმინეთ მათი მხრიდან პრობლემები, რომელიც აწუხებთ მემანქანეებს. მივეცი პირობა, რომ 2019...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ