თელაველი ლეიბორისტის პერფორმანსი ძროხის თანხლებით მერიის წინ

987

ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილმა, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ძროხა მიიყვანა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

ნიკა ვარდოშვილის თქმით, ამ ფორმით ქალაქ ბიბერახის მიერ თელავისთვის 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმის გამოგზავნას გამოეხმაურა.

“წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე და ამაში ვითხოვდით მხარდაჭერას. გენგეგმა დღეს არავის ახსოვს და ითხოვენ ხარის სპსერმას”, – თქვა ვარდოშვილმა.