გურჯაანის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები პირველი ივლისიდან დაიწყება

1330

გურჯაანის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები პირველი ივლისიდან დაიწყება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, არდადეგების პერიოდში ზაფხულის ჯგუფები იმუშავებენ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

„ყველა საბავშვო ბაგა – ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2018 წლის პირველი ივლისიდან შეწყდება. პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე კი, ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში, იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან, მუშაობას ე.წ. ზაფხულის ჯგუფები დაიწყებს”, – თქვა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სექტემბრიდან განახლდება.