კასპის მუნიციპალიტეტში N1 საჯარო სკოლის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
მშენებარე სკოლა ოთხ სართულიანია და საკლასო ოთახების გარდა, კლასკაბინეტებს, სპორტული დარბაზს, ლიფტსა და კვების ობიექტს მოიცავს. ამასთან, მშენებლობის შემდეგ, სკოლა ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვება.
მერიის ცნობით, ამჟამად, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ქალაქის N3 საჯარო სკოლაში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.
როგორც მშენებლები ვარაუდობენ 2018 -2019 სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლაში შეხვდებიან.