ყვარლის მერიამ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. “კახეთის ხმის” ცნობით, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; უმცროსი სპეციალისტი კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერის წარმომადგენელი მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ბალღოჯიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
თანამშრომლების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება. თანამდებობრივი სარგო 550-დან 700 ლარამდეა. განაცხადების მიღება 13 ივნისს დასრულდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აპრილშიც გამოაცხადა.