ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

565

თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

პროექტის ღირებულება 1500000 ლარია და სამუშაოები 7 თვეში დასრულდება. კალაძის თქმით, პროექტი კვლევას ეფუძნება, რომლითაც მისი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა.

“ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის დემონტაჟს და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონტრუქციის აღდგენის შემდეგ დაიგება ასფალტი და ახალი საფარი“, –  განაცხადა კახა კალაძემ.