შუახევის მერიაში „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის მიმდინარეობას გაეცნო შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. კომისიამ ადგილზე შეისწავლა ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახების მდგომარეობა და ფოტო-ვიდეო მასალაზე დააფიქსირა არსებული სიტუაცია.
სხდომაზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კომისიამ განიხილა აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა და გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში თითო ოჯახი შეირჩევა, რომელთაც...
სტატიის გაგრძელება
კომპანია, რომლის 20%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა, ნიუ პორტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "გუდლაინმა" ნაგებობა 2018 წლის 26 მარტს შეიძინა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ დაადასტურა, რომ ობიექტი ნამდვილად მისმა მეუღლემ შეიძინა. ნიკოლოზ ლატარიას ინფორმაციით, შენობას შეუნარჩუნდება ფასადი და მასში სასტუმრო განთავსდება.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და სლოვაკეთის, პოვაჟსკა-ბისტრიცას მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
გურჯაანის მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი, 6 ივნისს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერმა კარლოს იანასინმა მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლობის სურვილის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განაცხადა, აღნიშნულ პოზიციებზე საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსანტებს სავალდებულოა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
„თელავის მერიაში ვაკანტურია მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, სოფელ იყალთოსა და რუისპირის ადმინისტრაციულ...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ე.წ ბრძანებას 15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
"15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის რესპუბლიკებში ტურისტული მიზნებისთვის შესვლა აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების მეშვეობით ვიზის მიღების გარეშე იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებზე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად, 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.
“ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება, რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან, დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას,...
2017 წლის ივლისიდან ზუგდიდში პარკირების სისტემა ამოქმედდა, თუმცა მას თან ახლავს იმგვარი ხარვეზები, რომლებიც კორუფციის რისკებს შეიცავს და გამოსწორებას საჭიროებს. პარკირების ოპერირებას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე 2016 წელს რეგისტირებული სააქციო საზოგადოება “თაუნ პარკი” ახორციელებს, რომელმაც ეს უფლება ქალაქ ზუგდიდის აწ უკვე ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ივლისში გამართული აუქციონის შედეგად მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ “თაუნ პარკმა“ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ზუგდიდის ქუჩებში დღემდეპრობლემად...
წინა სტატია
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"თვითონ საკმაოდ მხნედ არის და იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად",- განაცხადა ზვიად ასათიანმა.
მარნეულის მერისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე...
თუ თემურ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, მას სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა, – ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორმა ზაურ ხალილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ხალილოვმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ფაქტის დროული გამოძიება. ამასთან, მისი შეფასებით მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად გამოიწვია დაუსჯელობის სინდრომის არსებობამ.
„ზოგადად, მსგავსი ფაქტები უნდა იყოს დასჯადი. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ...
წინა სტატია
ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების გამო, ვადები შეიცვალა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ტექნიკურ საკითხებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის ზაზა სიხარულიძის განცხადებით, გარდა პროექტით გაწერილი სამუშაოებისა, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რაც იმ უბნებსაც მოიცავს, რომლებიც სამუშაოების მეორე ეტაპში არ შედიოდა.
„ძირითადი სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება. რჩება დამატებითი უბნები, რამდენიმე დასახლების წყალმომარაგება, პროექტმა ცვლილებები განიცადა...
როგორც გამგეობასი აცხადებენ, ჩუღურეთის რაიონში, სენაკის ქუჩაზე, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად მოწესრიგდა.
მათი ცნობით, ასფალტის საფარი 1060 მ2 ფართობზე დაიგო.
ასევე, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ტროტუარი.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 92 ათას ლარს შეადგენს.
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N101-ის ეზოში, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ახალი მოსასველენებელი სივრცე მოეწყობა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს. პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფი“ ტერიტორიას ასუფთავებს.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, დემონტაჟის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან ერთად, სკვერის პროექტს შეადგენს, რომელშიც თითოეული მცხოვრების მოსაზრება იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში, მოსახლეობის მხრიდან ავტოფარეხების დემონტაჟის ეს უკვე...
დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ბიუროს ყოველთვიური ხარჯი 4200 ლარია, წლიური დანახარჯი კი 50 400 ლარს შეადგენს. ამის შესხებ ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" იოსებ მაკრაძემ მიაწოდა.
მაკრახიძის თქმით, ბიუროს საქართველოს პარლამენტი აფინანსებს და ხარჯების ძირითადი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება. მაკრახიძის თქმით, ბიუროში ოთხი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ.
იოსებ მაკრახიძე მედიასაშუალებებს მიმართავს და ამბობს, რომ მის ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური ამბების გაშუქების პარალელურად, დრო მისი ბიუროს მიერ გაწეულ...
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორისა და სარაჯიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2000 კვ.მ-ზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო.
მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 102 210 ლარი გამოიყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული საგზაო სამუშაოები მათი დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა.
მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის ქუჩის N8-ში, გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გამგეობამ ავარიული კედლის სრული დემონტაჟი განახორციელა და დაზიანებული ღობის ჭედური ელემენტები აღადგინა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქალაქისთვის ძველი უბნის იერსახის შენარჩუნება იყო.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი დაიხარჯა.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძე ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბაღებში რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით ელექტრონულად ჩატარდება და ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი დაიწყება 2018 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































