იოსებ მაკრახიძე მედიას სთხოვს, მის შესახებ ნეგატიურის გარდა, კარგი ამბებიც გააშუქოს

728

დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ბიუროს ყოველთვიური ხარჯი 4200 ლარია, წლიური დანახარჯი კი 50 400 ლარს შეადგენს. ამის შესხებ ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” იოსებ მაკრაძემ მიაწოდა.

მაკრახიძის თქმით, ბიუროს საქართველოს პარლამენტი აფინანსებს და ხარჯების ძირითადი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება. მაკრახიძის თქმით, ბიუროში ოთხი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ.

იოსებ მაკრახიძე მედიასაშუალებებს მიმართავს და ამბობს, რომ მის ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური ამბების გაშუქების პარალელურად, დრო მისი ბიუროს მიერ გაწეულ სიკეთეებსაც დაუთმონ.

“ერთხელ ისე მოდით ჟურნალისტები, რომ ჩვენი რაღაცა სიკეთე წარმოაჩინოთ, სულ ნეგატიურ მხარეზე ნუ ხართ ორიენტირებულნი”, – თქვა დეპუტატმა