ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა

845

მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის ქუჩის N8-ში, გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გამგეობამ  ავარიული კედლის სრული დემონტაჟი განახორციელა და დაზიანებული ღობის ჭედური ელემენტები აღადგინა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქალაქისთვის ძველი უბნის იერსახის შენარჩუნება იყო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი დაიხარჯა.