დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N101-ის ეზოში, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ახალი მოსასველენებელი სივრცე მოეწყობა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს. პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფი“ ტერიტორიას ასუფთავებს.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, დემონტაჟის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან ერთად, სკვერის პროექტს შეადგენს, რომელშიც თითოეული მცხოვრების მოსაზრება იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში, მოსახლეობის მხრიდან ავტოფარეხების დემონტაჟის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.