გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და სლოვაკეთის, პოვაჟსკა-ბისტრიცას მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
გურჯაანის მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი, 6 ივნისს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერმა კარლოს იანასინმა მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლობის სურვილის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს.