სოფელ დიღომში, დიდგორისა და სარაჯიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1043

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორისა და სარაჯიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2000 კვ.მ-ზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო.

მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 102 210 ლარი გამოიყო.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული საგზაო სამუშაოები მათი დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა.