ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ე.წ ბრძანებას 15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
“15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის რესპუბლიკებში ტურისტული მიზნებისთვის შესვლა აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების მეშვეობით ვიზის მიღების გარეშე იქნება შესაძლებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მიღებული გადაწყვეტილება კი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.