თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, პარლამენტში წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობაც, წინა მთავრობის მსგავსად, დეცენტრალიზაციის 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პირობას კვლავ დებს. "თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით შემუშავდება დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. რეფორმის მთავარი მიზანია, სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების...
"მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამარტივებული წესით მიწა 487-მა ადამიანმა დაირეგისტრირა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. "სულ დარეგისტრირდა 487 ნაკვეთი და ადამიანებმა, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და მიწას ვერ ირეგისტრირებდნენ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით შეძლეს ამის გაკეთება“, - განაცხადა წულუკიანმა. მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში...
რიკოთის საუღელტეხილო გზის (ჩუმათელეთი-არგვეთა), შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 90 დღეა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 14.7 კმ-იანი გზა,  14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს (JICA). რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი...
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქ. N30-ში, შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. ასევე, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 71 129 ლარით დაფინანსდა.
საბურთალოს რაიონში ბერიტაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა განთავსდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სკვერში სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დამონტაჟდება და ტერიტორია ღობით შემოიფარგლება. სკვერის რეაბილიტაციას გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის +“ ახორციელებს.
სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ქიზიყის ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ქანობიანი სახურავის შეკეთება უკვე დასრულდა. ხოლო, ქებურიას ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მუხაძის ქუჩაზე N6/3-ში კორპუსის ბრტყელი სახურავი წესრიგდება, მესამე მასივში, ზემო პლატოზე , N5 კორპუსის ბრტყელ სახურავს კი რეაბილიტაცია უტარდება.
თუშეთში მდებარე სოფლებს - ფარსმას და კვავლოს, ასევე ნასოფლარებს - აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი ბრძანება 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოფლებისა და ნასოფლარებისთვის ძეგლის მინიჭების მიზანი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვაა. ყველა...
თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, ხარაგაულის სოფელ ნადაბურში მიმავალი გზის 6 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 727 502 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი, 5%-ს შეადგენს. მერიის ცნობით, ნადაბურში რეაბილიტირებული გზა არასდროს ყოფილა, რის გამოც ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას სოფელში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივითა და დიდი იმედებით ელოდებიან. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ნადაბურში ბეტონის დასხმის წინა სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზაზე...
თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თელავის მერიის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს კულტურული რესურსების კვლევის ცენტრი“აწარმოებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების პროცესშივე ზუზუმბოს ტერიტორიაზე გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, კერამიკული მასალა (ძვ.წ.აღ. XVI-XIVსს-ის) და ძვ.წ.აღ (X-VIIIსს-ის) რკინის შუბის პირი, რაც ადასტურებს იმას, რომ თელავის ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად ჩანს დასახლებული. ამჟამად მიმდინარეობს სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები. თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები...
მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების გამო ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა დროებით გადაიდო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია გახსნის ცერემონიალს ქვეყნის პრემიერი ესწრებოდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ მაგისტრალის გახსნა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მოხდება. ამ ეტაპზე ბათუმი - ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 209 852 079 67...
ბარცხანასა და თამარის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. წყალარინების სატუმბი სადგურებს წყლის მასებს შეკრებენ, რის შემდეგაც კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვა მოხდება. გაფილტრული წყალი ზღვაში 1 100 მეტრის მანძლზე, 40 მეტრ სიღრმეში ჩაიღვრება. სადგურების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 759 ათასი ევროს შეადგენს.
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობა"ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადასულია ძალისმიერ მმართველობაზე. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გვახსოვს თბილისში განვითარებული პროცესები, სადაც ჩვენი დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე ყოველგვარი არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავეს. ამ პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა, სადაც...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციას ილემში, ტენდერის პირობების მიხედვით, შპს „მიმდემი“ ასრულებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შემსრულებელი ორგანიზაცია, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირის მოწყობა ბეტონის საფარით იგეგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, გზის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულ ხარჯებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. ინფრასტრუქტურული პროექტი 408 489 ლარით არის დაფინანსებული.
გორში ,,ქართული ოცნების“ თანამდებობის მქონე დეპუტატთა ხელფასები წელს 348 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ თანამდებობის მქონდე დეპუტატების ხელფასებისთვის თვეში 29 000 ლარი იხარჯება. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი გუნდიდან თანამდებობა სულ 15 პირს უკავია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში მათი ხელფასებისთვის 348 000 ლარია გათვალისწინებული. 40 წევრიან საკრებულოში ,,ქართული ოცნება“ 33 მანდატს ფლობს, საიდანაც 18...
სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის მერიასთან 14 საათზე საპროტესტი აქციას გამართავენ. ისინი საცხოვრისში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და ადგილობრივ თვითმმართველობისგან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თხოვენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ოთახები ავარიულ მდომარეობაშია. ზოგიერთ ოთახში ჩამოშლილია ჭერი, ამოყრილია იატაკი და კედლები გაბზარულია. საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ობიექტში ცხოვრება უკვე საშიში გახდა და მერიას ალტერნიტიულ ფართში გადასვლას სთხოვენ. სოციალური საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში...
National Geographic Traveler-ის პოლონურმა გამოცემამ აჭარის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“. როგორც ჟურნალისტი წერს, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში. სტატიაში ჟურნალისტი ასევე უზიარებს მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ასევე წერს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს. წელს, ეს პოლონური National Geographic...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ