ბარცხანასა და თამარის დასახლებაში წყალარინების სატუმბ სადგურებს აშენებენ

699

ბარცხანასა და თამარის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

წყალარინების სატუმბი სადგურებს წყლის მასებს შეკრებენ, რის შემდეგაც კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვა მოხდება. გაფილტრული წყალი ზღვაში 1 100 მეტრის მანძლზე, 40 მეტრ სიღრმეში ჩაიღვრება.

სადგურების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე იგეგმება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 759 ათასი ევროს შეადგენს.