ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაციას ილემში, ტენდერის პირობების მიხედვით, შპს „მიმდემი“ ასრულებს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შემსრულებელი ორგანიზაცია, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირის მოწყობა ბეტონის საფარით იგეგმება.
როგორც მერიაში აცხადებენ, გზის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულ ხარჯებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი 408 489 ლარით არის დაფინანსებული.