წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

707

“მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამარტივებული წესით მიწა 487-მა ადამიანმა დაირეგისტრირა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

“სულ დარეგისტრირდა 487 ნაკვეთი და ადამიანებმა, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და მიწას ვერ ირეგისტრირებდნენ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით შეძლეს ამის გაკეთება“, – განაცხადა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიცირებული იქნება აღნიშნული რეფორმის 1 იანვრამდე გაგრძელების კანონპროექტი.