გორში ,,ქართული ოცნების“ თანამდებობის მქონე დეპუტატთა ხელფასები წელს 348 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ თანამდებობის მქონდე დეპუტატების ხელფასებისთვის თვეში 29 000 ლარი იხარჯება.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი გუნდიდან თანამდებობა სულ 15 პირს უკავია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში მათი ხელფასებისთვის 348 000 ლარია გათვალისწინებული. 40 წევრიან საკრებულოში ,,ქართული ოცნება“ 33 მანდატს ფლობს, საიდანაც 18 წევრი რიგით დეპუტატად ითვლება.
თანამდებობის პირები გორის საკრებულოში “ქართული ოცნებიდან“
საკრებულოს თავჯდომარე
|
მოადგილე
|
კომისიის თავჯდომარე
|
ფრაქციის თავჯდომარე
|
ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე | სულ: |
1 | 2 | 5 | 3 | 4 | 15 |
3200 | 2500 | 2000 | 2000 | 1200 | 29000 |
გარდა ამისა, საკრებულოს რიგითი წევრებიდან რამდენიმე პარალელურად მუნიციპალურ ა(ა)იპ-შიც მუშაობს და დეპუტატობის 400 ლარიან ანაზღაურებასთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასის სახით თანხას სხვა საქმიანობიდანაც იღებს. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი მათ ამის უფლებას არ უზღუდავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თანამდებობის არმქონე დეპუტატებიდან, მუნიციპალურ ორგანიზაციებში სხვა პარტიის წარმომადგენლები არ არიან დასაქმებულები.