რიკოთის საუღელტეხილო გზის (ჩუმათელეთი-არგვეთა), შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 90 დღეა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 14.7 კმ-იანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს (JICA).
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.
“რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
შორაპანი-არგვეთას ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.