ქალაქი თილთ ქოვე კანადაში მდებარეობს. ქალაქში ჯერ კიდევ 1901 წელს 1,370 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, 1956 წლისთვის მოქალაქეთა რაოდენობა 57-მდე შემცირდა.   2016 წლის ოფიციალური მონაცემებით, თილთ ქოვეში მხოლოდ და მხოლოდ 4 ადამიანი ცხოვრობს და ამით ის კანადის ყველაზე მცირერიცხოვან ქალაქად ითვლება. თილთ ქოვე 1813 წელს დაარსდა. მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა თევზაობა იყო. 1857 წელს ქალაქის შემოგარენში სპილენძის მადნით მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს. სპილენძის მოპოვების პარალელურად, პოპულაციაც...
ბათუმში 9 აპრილის მემორიალი დაიდგმება, რომლის ესკიზიც კონკურსის გზით შეირჩა. ბათუმის მერიის ვებგვერდზე გაკეთებულია გამოკითხვა, სადაც მოქალაქეებს სთხოვენ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, თუ სად უნდა განთავსდეს მემორიალი. მოქალაქეებს წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი არჩევა შეუძლიათ. ასევე შესაძლებლობა აქვთ ბათუმის მერიას თავად შესთავაზონ მემორიალისთვის ადგილი. ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი ვარიანტებია: ზღვისპირა პარკში - უნივერსიტეტის მიმდებარედ, გმირთა ხეივანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში (დრამატული თეატრის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვაბისხევი, ტბა და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზები იგება, ბორჯომის მერიის ცნობით, მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე  ეწყობა დამხმარე ნაგებობა.  სამივე ობიექტზე ჯამში 3,5 კილომეტრამდე სიგრძის რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტებს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, დაახლოებით 800 000 ლარი მოხმარდა. მერიის ცნობით, სოფელ სადგერის საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე...
ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე უბანში ეწყობა. მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულდა თაბუკაშვილის მე-2, მე-4 და მე-6 შესახვევში. 2 დღეში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდება მე-8 შესახვევშიც. ქუთაისის მერიის ცნობთ, ამ მონაკვეთებზე, არამხოლოდ გზის საფარი, არამედ სანიაღვრე ქსელიც სრულად მოწესრიგდა და მოეწყო. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ,,თაბუკაშვილის ქუჩის რამდენიმე შესახვევის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ სანიაღვრე ქსელი და მისი ხარისხიანობაც. ჩვენი...
20 ივნისს თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხალისეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი  რეგიონში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ფორუმში 140-მდე სტუმარი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე მოხალისეობის მსურველი ახალგაზრდა აქტივისტები. აქტიურმა მოქალაქეებმა, ქართველმა და უცხოელმა მოხალისეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოხალისეობასთან დაკავშირებული გამოცდილება. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი...
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. "ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკა გაიხსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძშიც. „მგონია, რომ მართლა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს შევეჭიდეთ. ამჯერად ზუგდიდი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ეკვილიბრიუმმა“ ეს ამბები დავატრიალეთ – ჯერ სოფელ დიდ ნეძში გავხსენით „ეკვილიბრიუმის“ ბიბლიოთეკა, შემდეგ სოფელი ტყაია - კონფლიქტის გამყოფ ხაზთან...
2018-2019 სასწავლო წლისთვის, თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას “ცუდი ხმები მისდის” იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს ნაცნობობით არეგისტრირებენ. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.
თბილისის ეროვნულ პარკში, კონკრეტულად კი ზედაზნის ტყეში, ხვალ საბავშვო ქალაქი - მოკოლენდი გაიხსნება. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ცნობით, ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია და ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე კი მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი, სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური საპიკნიკე უმასპინძლებს. „ზაფხულის განმავლობაში...
ბათუმის ავტოტრანსპორტი მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდა. მგზავრებისთვის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენება აუცილებელი ხდება, უახლოეს მომავალში კი ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ბილეთს ნაღდ ფულზე საერთოდ ვეღარ შეიძენთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორები არ არიან, მძღოლებს კი ბილეთის გაყიდვის უფლება არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ავტობუსებში მაკონტროლებელმა უბილეთო მგზავრი...
სიუჟეტი მომზადებულია მონიტორის მიერ. თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საკრებულოს გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ. თავად ადგილობრივი ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებენ, რომ დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად მუშაობენ. https://www.youtube.com/watch?v=ZLypbQBn82M&feature=youtu.be
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. მერიის ინფორმაციით, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „კაპიტელი“ აწარმოებს და მათი...
თბილისის არქიტექტურის სამსახური სერვისების მიწოდების რეფორმას იწყებს. უწყების ცნობით, მისი მიზანი არსებული გამოწვევების დაძლევა, აგრეთვე, მომხმარებელთა მომსახურების გამარტივება და ოპტიმიზაციაა. ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება, რომელიც არქიტექტურის სამსახურისათვის შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით შეიმუშავა. დღეს მხარეებმა რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. მას...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2017 წლის სექტემბერში მიღებული იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მწვანე კონცხზე 6 ათას 343 კვადრატული მეტრი პლაჟის მონაკვეთი საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირწმუნებოდნენ, რომ აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტისთვის“ აპირებდა ტერიტორიის 49-წლიანი იჯარით გადაცემას, რომელიც მათივე...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მას "ცუდი ხმები მისდის" იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს ნაცნობობით არეგისტრირებენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა. "ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია....
გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი იატაკით ტაძრის ავთენტურობა არ დაირღვევა - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ „ლიბერალთან“ იმ ფოტოების შესახებ განმარტა, რომლებიც Facebook-ზე ინა სუკიასიანმა გაავრცელა. ფოტოებზე იატაკის შეცვლის პროცესია აღბეჭდილი, რომელიც გათბობის ახალი სისტემის დასაყენებლად გახდა საჭირო. ბექა ბარამიძის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ითხოვა. ნებართვის წერილში განმარტებული იყო, რომ გერგეტის სამება მძიმე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ