ბათუმში 9 აპრილის მემორიალი დაიდგმება, ადგილს კი მოქალაქეები თავად შეარჩევენ

1175

ბათუმში 9 აპრილის მემორიალი დაიდგმება, რომლის ესკიზიც კონკურსის გზით შეირჩა. ბათუმის მერიის ვებგვერდზე გაკეთებულია გამოკითხვა, სადაც მოქალაქეებს სთხოვენ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, თუ სად უნდა განთავსდეს მემორიალი.

მოქალაქეებს წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი არჩევა შეუძლიათ. ასევე შესაძლებლობა აქვთ ბათუმის მერიას თავად შესთავაზონ მემორიალისთვის ადგილი.

ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი ვარიანტებია: ზღვისპირა პარკში – უნივერსიტეტის მიმდებარედ, გმირთა ხეივანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში (დრამატული თეატრის მიმდებარედ), სხვა (მიუთითეთ ადგილი კომენტარებში).

გამოკითხვა 25 ივნისს დასრულდება.