2018-2019 სასწავლო წლისთვის, თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას “ცუდი ხმები მისდის” იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს ნაცნობობით არეგისტრირებენ. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.