დაუბრუნდება თუ არა მწვანე კონცხზე პლაჟის 6 ათასი კვ.მ. მონაკვეთი ბათუმის მერიას?

1309

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2017 წლის სექტემბერში მიღებული იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მწვანე კონცხზე 6 ათას 343 კვადრატული მეტრი პლაჟის მონაკვეთი საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირწმუნებოდნენ, რომ აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტისთვის“ აპირებდა ტერიტორიის 49-წლიანი იჯარით გადაცემას, რომელიც მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

მოსარჩელე მხარის თქმით, პლაჟი გაუსხვისებელ ტერიტორიებს განეკუთვნებოდა, ამიტომ მის გასხვისებას საკრებულოს არა 11, არამედ 17 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მხარეებს გუშინ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოუსმინა.

აჭარის მთავრობაში გუშინ განაცხადეს, რომ „ბიზნეს დეველოპმენტისთვის“ აღნიშნული ტერიტორია აღარ გადაუციათ.