გიორგი ჭიღვარია: უნდა დასრულდეს ის პერიოდი, როცა ერთ გზას უხარისხობის გამო 3-ჯერ აგებდნენ

1455

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე უბანში ეწყობა. მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულდა თაბუკაშვილის მე-2, მე-4 და მე-6 შესახვევში. 2 დღეში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდება მე-8 შესახვევშიც.

ქუთაისის მერიის ცნობთ, ამ მონაკვეთებზე, არამხოლოდ გზის საფარი, არამედ სანიაღვრე ქსელიც სრულად მოწესრიგდა და მოეწყო. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

,,თაბუკაშვილის ქუჩის რამდენიმე შესახვევის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ სანიაღვრე ქსელი და მისი ხარისხიანობაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა გზა რომელიც მოწესრიგდება სათანადოდ გამართული იყოს და რაიმე ხარვეზი არ ჰქონდეს.ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის პერიოდი, როცა ერთ გზას უხარისხობის გამო 3-ჯერ უბრუნდებოდნენ და ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხები იხარჯებოდა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ