იცი თუ არა, რა უფლებამოსილებები აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს? – შეამოწმე შენი თავი

2599

Results

ყოჩაღ! მშვენივრად გაართვი ტესტს თავი 🙂 ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების შესახებ ბევრი რამ გცოდნია. შეგიძლია, შენი ცოდნა შენს საქმიანობაში თამამად გამოიყენო, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დაელოდე სხვა ტესტებს 🙂

შენთვის აშკარად რთული აღმოჩნდა. თუ თვითმმართველობის მოხელე ხარ, ან გინდა, რომ იქ იმუშავო, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების შესახებ მეტი უნდა ისწავლო 🙂 გადაავლე სწორ პასუხებს თვალი. სწავლას ასე უფრო გაიიოლებ და დაგველოდე, სხვა ტესტებიც მალე იქნება 🙂

შემდეგ

#1. მოქალაქე ანა ანდრონიკაშვილმა სამშენებლო ნებართვის გაცემის მოთხოვნით, ინგლისურ ენაზე შედგენილი განცხადებით მიმართა X მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურს, სამსახურში აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა და განმცხადებელს პასუხი ეცნობა ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, რამდენად კანონიერია სამსახურის მოქმედება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – უკანონოა, რადგან მუნიციპალიტეტის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა

შემდეგ

#2. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეულმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის წინადადებით მიმართა იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელი მუნიციპალიტეტიდანაც ის არჩეული იყო საქართველოს პარლამენტში, საკრებულომ განიხილა მისი წარდგინება; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, რამდენად კანონიერად მოიქცა საკრებულო:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – არაკანონიერად მოიქცა, რადგან პარლამენტის წევრი არ იყო უფლებამოსილი გაეკეთებინა მსგავსი წარდგინება

შემდეგ

#3. ქ. ფოთის მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და შინაური ცხოველების ყოლის წესები; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, რამდენად კანონიერია საკრებულოს გადაწყვეტილება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – არ არის კანონიერი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებებს გარკვეულ ტერიტორიებზე

შემდეგ

#4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წარუდგინა წინადადება, დაეფუძნებინათ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ბოლნისის ტურიზმის განვითარების სააგენტო“. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მერის მოქმედება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – მერის მოქმედება არაკანონიერია, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს არ გააჩნია

შემდეგ

#5. ხელვაჩაურის, ქ. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებმა დადეს ხელშეკრულება და დააფუძნეს ერთობლივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ და მისი ფუნქციონირებისათვის, საკუთარი მოსახლეობის პროპორციულად, გამოყვეს სახსრები ბიუჯეტიდან. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მუნიციპალიტეტების ქმედება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – მუნიციპალიტეტები მოიქცნენ კანონიერად, რადგან მათ აქვთ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, ხელშეკრულების საფუძველზე დააფუძნონ ერთობლივი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

შემდეგ

#6. საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც გააფორმა უკრაინის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტთან. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მერის ქმედება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – მერის მოქმედება კანონიერია, რადგან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სართაშორისო სამართლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით და  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

შემდეგ

#7. მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ფართობი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს გადაწყვეტილება:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – საკრებულოს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან იგი უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

შემდეგ

#8. სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საკრებულოს ოფიციალურად მიმართა წინადადებით, სასწრაფოდ შეკრებილიყვნენ რიგგარეშედ რეგიონში განსახორციელებელი რამდენიმე პროექტის განხილვის მიზნით, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მუნიციპალიტეტში. საკრებულო აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად შეიკრიბა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ, რამდენად იყო ვალდებული საკრებულო, რომ შეკრებილიყო რიგგარეშე სხდომაზე?

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – საკრებულო არ იყო ვალდებული შეკრებილიყო, რადგან გუბერნატორს არ გააჩნია უფლებამოსილება, მოიწვიოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

შემდეგ

#9. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის მქონე პარტიის წარდგენით არჩეულმა უპარტიო წევრმა განაცხადი გააკეთა და გაერთიანდა დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილ ფრაქციაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ ეს ფაქტი:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – კანონი დაირღვა, რადგან პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად

შემდეგ

#10. მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არაპარტიულ საფუძველზე, შეიქმნა ფრაქცია „ქალაქი და გალავანი“. მასში გაერთიანდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც არჩეული იყვნენ მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქიდან და მის გარშემო არსებული სოფლებიდან. ფრაქცია შეიქმნა ქალაქისა და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფლის ინტერესების უფრო მეტად წარმოჩენის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ ეს ფაქტი:

დაიმახსოვრე სწორი პასუხი – კანონი დაირღვა, რადგან ფრაქციის შექმნა დაუშვებელია ტერიტორიული ნიშნით

Finish