თბილისის ეროვნულ პარკში, კონკრეტულად კი ზედაზნის ტყეში, ხვალ საბავშვო ქალაქი – მოკოლენდი გაიხსნება.
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ცნობით, ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია და ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე კი მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე – ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი, სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური საპიკნიკე უმასპინძლებს.
„ზაფხულის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა, ლოკომოკოს ბილიკზე მისვლა მსურველებს, მათთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს შეეძლებათ. მათ საინფორმაციო დაფებზე სახალისო, გონიერი და ოჯახური თამაშები დახვდებათ“, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორებმა.
პროექტს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია შპს „სანტეს“ დაფინანსებით ახორციელებს.