ხულოში სულ 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს სადაც 700-მდე აღსაზრდელია, აქედან 13 საბავშვო ბაღშვი აღსაზრდელი საერთოდ არ დადის. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
გთავაზობთ იმ ბაღების ჩამონათვალს, სადაც ამ ეტაპზე არცერთი ბავში არ ჰყავთ: დანისპარაული, რიყეთი, დიოკნისი, კორტოხი, დიდაჭარა, საციხური, უჩხო, ოქრუაშვილები, თხილვანა, ხიხაძირი, ვერნბი, კვატია და მეკეიძეების საბავშო ბაღები.
აღნიშნულ საკითხს ხულოს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სამთო სეზონს უკავშირებს. როგორც ჯემალ ართმელაძე...
სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის - ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება, სოფელი ალექსეევკაა.
ბუნების განსაკუთრებული სიყვარულისა და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. აქ სიხარულით ხვდებიან სტუმარს. ეზოში შესულს კი აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის - პროფესიით ბიოლოგის, ნია ნაცვლიშვილის მიერ საკუთარი ხელით გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები,...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი, ფიროსმანაშვილის ბიძაშვილების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელმა ლაურა ხარიტონაშვილმა განმარტა, სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინმა“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
„სახლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მოეწყო ინტერიერი, შეკეთდა სახურავი, აივანი და ა.შ. აქ არის მუზეუმი, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია შპს „ძველი...
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ყვარელში ახალგაზრდული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, ადმინისტრირებას მსოფლიო ბანკი და ელკანა აკეთებს.
„გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც ადგილობრივმა ინდმეწარმემ, ლევან ფარასტაშვილმა გაიმარჯვა. კონტრაქტორი აკეთებს ილია ჭავჭავაძისა და ფულის მუზეუმს შორის მდებარე ახალგაზრდობის სკვერს, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებდა. შეკეთდა შადრევანი, დაიდგმება სკამები და ურნები. სამუშაოები...
უახლოეს პერიოდში გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანს დაამონტაჟებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კონსტრუქცია თბილისიდან უკვე ჩაუტანეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცლებს.
„თბილისის მერიაში წერილი გვქონდა გაგზავნილი და შუქნიშნები უკვე გადმოგვცეს. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები საგზაო დეპარტამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მათ გავაცანით ჩვენი შეხედულება და ველოდებით რეკომენდაციებს. პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს,ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ მონტაჟს“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ხანდამაშვილის თქმით, შუქნიშნების...
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო გოდოლაძემ და ნია ფხაკაძემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მიხეილ კოტიშაძის ხელმძღვანელობით ინოვაციური და მსოფლიოში უპრეცედენტო მზის პანელების მოსაბრუნებელი მექანიზმი გამოიგონეს, რომელიც მისი ანალოგებისგან განსხვავებით არანაირ ენერგიას არ მოიხმარს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
"მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის მოპოვებით გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, შესაბამისად დიდი ყურადღება ექცევა მწვანე ენერგიის მოპოვების მეთოდების გაუმჯობესებას, მწვანე ენერგიაში...
კომპანიებს მოვთხოვთ, უფრო მცირე ვადებში დაასრულონ სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს. ასე ეხმაურება ის თბილისის მერის განცხადებას, რომ ვარკეთილის ხიდების მშენებლობაზე მომუშავე კომპანიამ 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშავოს, რასაც არ აკეთებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
„საუბარი არ არის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. საუბარი იმაზეა, რომ დედაქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მასშტაბური პროექტის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის პერიოდში, როდესაც მოსახლეობის დიდი...
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა - არის გადატვირთულობის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში საგანგაშოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეაბილიტაციას საჭიროებს არა ერთი ბაღი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა ქვეყანაში არსებულ სკოლებში არასათანადო ინფრასტრუქტურაზე...
ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019 წელს უნდა დასრულდეს. 500 ათასი ლარი 2018 წლის სამუშოებზე დაიხარჯება, დანარჩენი კი მომდევნო წელს. წინადადებების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7 აგვისტოს სრულდება.
პარკში საბჭოთა პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მისი აღდგენამიწისქვეშა ახალი კომუნიკაციების, საბავშვო ატრაქციონების, ბილიკების, ჭადრაკის, კალათბურთის მოედნების, ველოსადგომის მოწყობას და სკამების, ბორდიურების...
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომლის მოსმენაც პარლამენტში იმართება, ქვეყანაში არსებულ სკოლებში არასათანადო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ხოლო უმეტესობას არ აქვს სასმელი წყალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და...
ახლო მომავალში აბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი დაიწყება.
სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითთმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.
სამუზეუმო კომპლექსში რამდენიმე ზონა მოეწყობა. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.
ამასთან, კომპლექსის მთავარი,...
გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. "ინფო რუსთავმა" რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი მოიპვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.
2005...
ქალაქ საგარეჯოში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროქეტის ფარგლებში 250 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოასფალტდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ასრულებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ალექსი გილაშვილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ქალაქ საგარეჯოში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაზიანებული ტროტუარები და ცხაურები შეაკეთეს.
როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, დავით აღმაშენებლის №30-ში - ტროტუარზე წარმოქმნილი იყო ორმო, რომლის გვერდითაც დაზიანებული იყო ცხაური, რომელიც მოქალაქეთა გადაადგილებას აფერხებდა.
მერიის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა პრობლემის მოგვარება თავის წარმომადგენელს ქალაქ საგარეჯოში სოსო მარხვაშვილსა და შპს „საგარეჯოს“ დაავალა.
"ორმო, სადაც წვიმიანი ამინდების დროს მოზრდილი გუბე დგებოდა, ამოივსო და მოსწორდა. მასთან ერთად,...
ვაჟა-ფშაველას პირველ შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას საფრთხე წლების განმავლობაში ექმნებოდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო სამუშაოები დაიწყება, რომლის დროსაც, მოეწყობა ბორდური და 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
„სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, გარკვეულ მონაკვეთებზე წყალი გუბდებოდა,...
კრწანისის რაიონში, ორთაჭალის N61-ში საგზაო სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 49 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინების ქსელი და აღნიშულ ტერიტორიაზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი 238 კვ.მ- ზე დაიგო.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს", - აცხადებენ გამგეობაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































