ქალაქ საგარეჯოში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროქეტის ფარგლებში 250 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოასფალტდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ასრულებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ალექსი გილაშვილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.