ხულოში 20 საბავშვო ბაღიდან 13 ბაღში არცერთი აღსაზრდელი აღარ დადის

821

ხულოში სულ 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს სადაც 700-მდე აღსაზრდელია, აქედან 13 საბავშვო ბაღშვი აღსაზრდელი საერთოდ არ დადის. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

გთავაზობთ იმ ბაღების ჩამონათვალს, სადაც ამ ეტაპზე არცერთი ბავში არ ჰყავთ: დანისპარაული, რიყეთი, დიოკნისი, კორტოხი, დიდაჭარა, საციხური, უჩხო, ოქრუაშვილები, თხილვანა, ხიხაძირი, ვერნბი, კვატია და მეკეიძეების საბავშო ბაღები.

აღნიშნულ საკითხს ხულოს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სამთო სეზონს უკავშირებს. როგორც ჯემალ ართმელაძე აცხადებს ბაღებში მომუშავე პერსონალი ჩვეულებრივ სამუშაო საათებში დადის, თუმცა აღსაზრდელები აღარ ყავთ იქედან გამომდინარე რომ ამ დროს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მთაშია წასული და აღსაზრელებიც თან მიჰყავთ, მისივე განცხადებით ბავშვთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია სხვა საბავშვო ბაღებშიც.

ართმელაძის განცახდებით ამ ეტაპზე ხულოში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ახალი სააღმზრდელო წლიდან მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღის ნაცვლად, შესაძლოა, 23-მა საბავშვო ბაღმა იფუნქციონიროს.