ვაჟა-ფშაველას პირველ შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას საფრთხე წლების განმავლობაში ექმნებოდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო სამუშაოები დაიწყება, რომლის დროსაც, მოეწყობა ბორდური და 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
„სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, გარკვეულ მონაკვეთებზე წყალი გუბდებოდა, რაც წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ახლა კი, მთლიანად ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რის შემდეგაც, ეზოშო ასფალტის ახალი საფარი დაიგება და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 193 277.18 ლარია.