პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა – არის გადატვირთულობის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში საგანგაშოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეაბილიტაციას საჭიროებს არა ერთი ბაღი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა ქვეყანაში არსებულ სკოლებში არასათანადო ინფრასტრუქტურაზე და ჰიგიენის პირობების არარსებობაზეც ისაუბრა.