აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციების დაკომპლექტება კვირის განმავლობაში მოხდება. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები დეპარტამენტების დონზე არ მოხდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „კვირის განმავლობაში ყველა სამინისტროში ხელმძღვანელობითი რგოლი დაკომპლექტდება. მთავრობის აპარატში ფუნქციათა ანალიზი მიმდინარეობს და ეს ფუნქციათა ანალიზი უკვე შესაძლებლობას მოგვცემს...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდინარე წაჩხურას პირას ნაგავი ყრია. დანაგვიანებული ადგილის ფოტო ფეისბუკზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ გამოაქვეყნა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. მისი თქმით, ფოტო  24 ივლისს არის გადაღებული: „ნაგავი ყრია მდინარის პირას, დადიანების სასახლის შესასვლელიდან დაახლოებით 400-500 მეტრში“, - გვითხრა არჩილ თოდუამ. სალხინოში მარტვილის მერიის წარმომადგენლის, გია ჯეჯელავას განცხადებით, მას მდინარის პირას დაყრილი ნაგავი არ უნახავს. „სოფლის ცენტრში დგას ნაგვის ბუნკერი,...
„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის აშენებული ინფრასტრუქტურა შესაძლოა, დედაქალაქმა ახალი საავტომობილო გზისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. როგორც "საქმის კურსს“ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა, შემოვლითი რკინიგზის აქამდე არსებული პროექტი და უკვე აშენებული ინფრასტრუქტურა რკინიგზის გამტარუნარიანობას და საოპერაციო ხარჯებს ზრდის, ამიტომ მისი დასრულება დაწყებული სცენარით არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის 80% უკვე განხორციელებულია. „რაც შეეხება უკვე...
თბილისის მერიამ 22 ათასი ლარის ღირებულების NOKIA 3-ის მოდელის მობილური ტელეფონები შეიძინა. მერიას 73 ტელეფონის ინდივიდუალური მეწარმე ჭიჭიკო გოლეთიანი მიაწვდის. ის ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. შეძენილი ტელეფონები ანდროიდის სისტემისაა, აქვს 16 GB მოცულობის შიდა მეხსიერება, 8 MP ძირითადი კამერა. აღსანიშნავია, რომ ტენდერი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოთხოვნით ჩატარდა.
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა და ერთმანეთის გამომრიცხავი მიდგომაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "გენგეგმის იმ მასალაში, რომელიც უნდა იყოს საყრდენი და ოპერირებადი, ყურადღებით დათვალიერების შემდგომ არის ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა და ინფორმაცია. ეს იქნება კოლაფსი რიგ შემთხვევაში პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის. ვიდრე ეს შეცდომები არ გამოსწორდება, მანამდე აზრი არ აქვს ასეთი...
სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება უნდა მოხდეს და შემდეგ პარკირების სისტემის მოწესრიგება. "მომეწონა ავტობუსების ჩანაცვლების დაპირება, ის ნამდვილად მისასალმებებლია. კითხვის ნიშნები გაჩნდა პარკირების ნაწილში, რადგან ჯერ უნდა განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მერე მოხდეს პარკირების განსაზღვრა ზონალურად. საკითხავია...
ქედაში, მდინარე აკავრეთას სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს მოვარდნილმა მდინარის წყალმა იქვე არსებული ცენტრალური პარკი დატბორა და საფრთხე მოსახლეობასაც შეუქმნა. პროექტისთვის მერიამ 230 000 ლარი გამოყო და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,გზები" ახორციელებს. მდინარე აკავრეთაზე საცალფეხო ხიდი 4 სოფლის - არსენაულის, ორცვის, ძენწმანისა და კორომხეთის მოსახლეობას დაბის ცენტრთან უმოკლესი გზით აკავშირებს. ხიდს ამ ეტაპზე ძირეული რემონტი უტარდება, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილი...
2017-2018 წლებში ხულოში საბავშვო ბაღები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სურსათის უვნებლობის სააგენტომ შეისწავლა, ხარვეზი 7 საბავშვო ბაღში აღმოაჩინა  და მერიას  ჯარიმასთან ერთად რეკომენდაციით მიმართა, შენიშვნების ძირითადი ნაწილი ბაღებში არსებულ გაუმართავ  ინფრასტრუქტურას ეხება. ინფორმაციას "აჭარის მთავრობა" ავრცელებს. ხულოს მერის მოადგილის განცხადებით, თვითმმართველობამ საჯარიმო სანქციის ნაწილი უკვე გადაიხადა, რაც შეეხება რეკომენდაციების გათვალისწინებას, ბაღებში ინფრასტრუქტურის სრულად კეთილმოწყობისთვის 300 ათასი...
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. მან ტბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაავალა. „ბულვარის ადმინისტრაციას დავალება მიეცა, რომ უმოკლეს ვადებში მოწვეულ იქნას შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ტბაში არსებული შლამის მდგომარეობის შესწავლას და უმოკლეს ვადებში ტბის გაწმენდას, როგორც ვიზუალური ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე გავესაუბრეთ ტურისტებს, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. არის გარკვეული შენიშვნები,...
თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრება გაძვირდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ჩვენმა კოლეგებმა ან შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან იცრუეს, რომ გენერალური გეგმის მიღების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. პროექტი, რამდენიმე დღეა ექსპლუატაციაში შევიდა. მარნეულის მერიის ცნობით, პროექტი დიდ მასშტაბებზეა გათვლილი და სასმელი წყლით 17 სოფელს მოამარაგებს. ჯამში აღნიშნული პროექტით ისარგებლებს 2 533 აბონენტი (სულადობა 8 612). ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რგპფ) თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 506 949 ლარია.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მთებში მისასვლელ გზებს მოაწყობენ. ამ დროისათვის, სავალი ნაწილის გაწმენდა და შეკეთება მიმდინარეობს. გზები 2018 წლის მაის-ივნისის თვეში ხშირი წვიმის გამო დაზიანდა. სამუშაოებს შპს ,,ასტორია’’ ასრულებს. გაწმენდითი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 8 000 ლარია.
ახალციხის N1 ბაგა-ბაღის მასწავლებელს მადლენა გიორგაძეს მშობლები ბავშვების ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მომხდარზე დაწყებულია ძიება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მეორე ცვლის აღმზრდელის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა 19 ივნისს დაწერა. ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს არ შესწრებია. მისი თქმით, მშობელმა განცხადებაში დაწერა, რომ მასწავლებელი მის შვილს უდიერად მოექცა. „საღამო...
ცხელი დღეების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია სასმელი წყლის მიწოდების ხარისხიანობა. ეს პრობლემა წლებია აწუხებთ ქობულეთში. ჭაბურღილებისა და სისტემის ნაწილობრივი მოწესრიგების მიუხედავად, საკითხი კვლავ არ არის მოგვარებული სოფლების ნაწილში. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ქობულეთის  მუნიციპალიტეტში სულ 48 სოფელია, აქედან 25 სოფელს წყალს ა(ა)იპი “სოფლის წყალი” აწვდის. სოფლების ნაწილში მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მათი თქმით, ზაფხულის დღეებში ხშირად დღეში ერთი საათით აქვთ წყალი, რასაც...
ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში მატებაა, 10 ივლისს, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის, პატარა სელაპი შეეძინათ. მამა პედრო 13  წლისაა, დედა კი 12-ის. დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც  მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24- საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ახალშობილი მამრი, რომლის წონა 5-7 კგ-ია, სრულიად ჯანმრთელია.  პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვის...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 241 თანაშრომელს სამთვიანი ხელშეკრულება 31 აგვისტოს ეწურება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელობა არ პასუხობს კითხვას, თუ რამდენი მათგანი გააგრძელებს მუშაობას. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სექტემბრიდან, სააგენტოში თანამშრომელთა შემცირება იგეგმება, მიზეზად კი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა სახელდება. თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ შვებულებაში გასვლას აიძულებენ. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ