ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მთებში მისასვლელ გზებს მოაწყობენ. ამ დროისათვის, სავალი ნაწილის გაწმენდა და შეკეთება მიმდინარეობს.
გზები 2018 წლის მაის-ივნისის თვეში ხშირი წვიმის გამო დაზიანდა. სამუშაოებს შპს ,,ასტორია’’ ასრულებს. გაწმენდითი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
სამუშაოების ღირებულება 8 000 ლარია.