მდინარე აკავრეთას სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

713

ქედაში, მდინარე აკავრეთას სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს მოვარდნილმა მდინარის წყალმა იქვე არსებული ცენტრალური პარკი დატბორა და საფრთხე მოსახლეობასაც შეუქმნა.

პროექტისთვის მერიამ 230 000 ლარი გამოყო და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,გზები” ახორციელებს.

მდინარე აკავრეთაზე საცალფეხო ხიდი 4 სოფლის – არსენაულის, ორცვის, ძენწმანისა და კორომხეთის მოსახლეობას დაბის ცენტრთან უმოკლესი გზით აკავშირებს. ხიდს ამ ეტაპზე ძირეული რემონტი უტარდება, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილი ხის ნაცვლად ლითონის ფილებით იცვლება.
პროექტისთვის 16 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს ,,ოთო 777″ ასრულებს.