თორნიკე რიჟვაძე: კვირის განმავლობაში ყველა სამინისტროში ხელმძღვანელობითი რგოლი დაკომპლექტდება

665

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციების დაკომპლექტება კვირის განმავლობაში მოხდება. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები დეპარტამენტების დონზე არ მოხდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„კვირის განმავლობაში ყველა სამინისტროში ხელმძღვანელობითი რგოლი დაკომპლექტდება. მთავრობის აპარატში ფუნქციათა ანალიზი მიმდინარეობს და ეს ფუნქციათა ანალიზი უკვე შესაძლებლობას მოგვცემს დეპარტამენტების დონზე გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება ოპტიმალური იმ გამოწვევებთან და ამოცანებთან, რომელიც მთავრობის აპარატს გააჩნია. შესაბამისად, კვირის ბოლოს ხელმძღვანელობითი რგოლი დაკომპლექტებული იქნება. დეპარტამენტების დონეზე არ იქნება ცვლილებები და შემდეგი კვირიდან შეგვეძლება ფუნქციონირება სრული შემადგენლობით“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ბულვარის განსავითარებლად კონკურის ჩატარდება, სადაც პროფესიონალი კადრების შერჩევა მოხდება.

„ჩვენ კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანებს ვიწვევთ, რომლებიც დაგვიდგებიან, ბულვარის მართვაში და იმ საკითხებში გადაჭრაში, რომელიც ბულვარს და ჩვენს ტურისტებს აწუხებთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას ნდობა გასულ კვირას გამოუცხადა.