წყლის პრობლემას ქობულეთის სოფლებში გვალვას უკავშირებენ

679

ცხელი დღეების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია სასმელი წყლის მიწოდების ხარისხიანობა. ეს პრობლემა წლებია აწუხებთ ქობულეთში. ჭაბურღილებისა და სისტემის ნაწილობრივი მოწესრიგების მიუხედავად, საკითხი კვლავ არ არის მოგვარებული სოფლების ნაწილში. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ქობულეთის  მუნიციპალიტეტში სულ 48 სოფელია, აქედან 25 სოფელს წყალს ა(ა)იპი “სოფლის წყალი” აწვდის. სოფლების ნაწილში მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მათი თქმით, ზაფხულის დღეებში ხშირად დღეში ერთი საათით აქვთ წყალი, რასაც მიმწოდებელ კომპანიაში გვალვას უკავშირებენ. ამასთან, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ახალი პრობლემა წარმოიქმნება – წყლის სისტემებში წყალი იმღვრევა.

ქობულეთის წყალკანალში გამოსავალს მხოლოდ ჭაბურღილების მოწყობაში ხედავენ, მათი თქმით, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.