თბილისის მერიამ 22 ათასი ლარის ღირებულების NOKIA 3-ის მოდელის მობილური ტელეფონები შეიძინა. მერიას 73 ტელეფონის ინდივიდუალური მეწარმე ჭიჭიკო გოლეთიანი მიაწვდის. ის ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
შეძენილი ტელეფონები ანდროიდის სისტემისაა, აქვს 16 GB მოცულობის შიდა მეხსიერება, 8 MP ძირითადი კამერა. აღსანიშნავია, რომ ტენდერი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოთხოვნით ჩატარდა.