არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოები ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაევალა

788

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. მან ტბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაავალა.

„ბულვარის ადმინისტრაციას დავალება მიეცა, რომ უმოკლეს ვადებში მოწვეულ იქნას შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ტბაში არსებული შლამის მდგომარეობის შესწავლას და უმოკლეს ვადებში ტბის გაწმენდას, როგორც ვიზუალური ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე გავესაუბრეთ ტურისტებს, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. არის გარკვეული შენიშვნები, ბულვარის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებს უმოკლეს ვადებში გამოასწორებს. გარკვეული პრობლემები გვაქვს მოპედებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება ისეთ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც არ არის ნებადართული. ამ კუთხითაც იქნება გამკაცრებული მონიტორინგი. ვთხოვთ როგორც მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თავისუფალ გადაადგილებას ბულვარში”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.