თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის თბილისის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება. მერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება მოადგილეებს დაავალა.
"მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას, დღეის მდგომარეობით, 2 ათასზე მეტი ლიცენზიაა გაცემული. მოვუწოდებ მძღოლებს, იაქტიურონ. ვისაც არ ექნება ლიცენზია ის დაჯარიმდება 200 ლარით.
ასევე, ამ მომსახურების მიმწოდებლებს მინდა ვაცნობო, რომ ქალაქში ვგეგმავთ ეკონომიკურად აქტიურ ზონებში...
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ,...
დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.
"არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული ფართის ფლობელებს ან ე.წ. სტაიანშჩიკებს მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ბლოკირებული აქვთ და არ აძლევენ მოქალაქეებს ამ პარკინგებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას.
"ე.წ. სტაიანშჩიკებისთვის დახმარების სანაცვლოდ ფულის გადახდა სრულებით ნებაყოფლობითია, მაგრამ არავის აქვს უფლება მუნიციპალურ პარკინგზე, რომლის საფასურსაც მოქალაქეები იხდიან, ვინმეს ავტომანქანის გაჩერება შეუზღუდოს ან დადგას ბარიკადი და მხოლოდ საკუთარი...
"აჭარის ტელევიზია" განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ აჭარაში არსებული 229 სკოლიდან დაახლოებით 45 სარეაბილიტაციოა.
მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ამორტიზებულ შენობაში შეხვდებიან. ამ სოფელში სკოლის შენობა დასანგრევია, ახლის ასაშენებლად კი სამინისტრო მუნიციპალიტეტისგან ელოდება მიწის გადაცემას.
ასევე, ამორტიზებულია ოჩხამურის სკოლაც, სადაც არ არის სველი წერტილი. წყალი არ აქვთ ხულოშიც, სოფელ ირემაძეებში, საციხურის სკოლაში კი საპირფარეშო შენობის გვერდითაა მოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ სკოლების გარემონტების თუ აშენების საკითხს სამინისტროს...
საბურთალოს რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიროტაძის ქუჩაზე (დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.
ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყოფილი გარემოვაჭრეები აქციას მართავენ და გუბენრანტორთან ალექსანდრე მოწერელიასთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა გარევაჭრობაზე ნების დართვაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერნამენტული აქციებით იმუქრებიან. ჯერჯერობით მათ გუბერნატორი არ შეხვედრია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თიბისი ბანკს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10...
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის.
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში, სადაც ეკოლოგია არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული მერის გადადგომა უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ ამ ეტაპზე უჭირთ მომხდარის შეფასება და ამბობენ, რომ ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ლაშა გოგია თავად განმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მერის მოადგილე მაიზერ ნანავას თქმით, როგორც სხვებმა, მანაც ეს სიახლე სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. ამბობს, რომ ლაშა გოგიაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პირველად ესმის და არც „ბოტანიკური ბაღების...
შემდეგი სტატია
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს", - დაწერა გოგიამ.
გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.
ლაშა...
რეპორტაჟი მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.
ავტორი: თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე.
ცხრა მიტოვებული სოფელი ბორჯომში და ადამიანები, რომლებიც მთაში გაჭირვებამ აიყვანა. ნახეთ გუჯარეთის დაცლილი ხეობა, სადაც 26 წლის წინ ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ და ახლა მხოლოდ ღობემორღვეული ნასახლარებია.
https://www.youtube.com/watch?v=EedUAqoU6iE
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ. კერძოდ, ჯორჯაძის ქუჩაზე, 2800 კვადრატულ მეტრზე გზას აგებენ.
საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "ბი ემ სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 165 000 ლარს შეადგენს.
"ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ეტაპობრივად, დაპირებისამებრ, საგზაო ინფრასტრუქტურას იმ ქუჩებზე მოაწესრიგებს, სადაც წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გამართვას კომპანია
"GWP“ დაასრულებს“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გლდანის რაიონში, ხევისპირის ქუჩაზე და მუხიანის მესამე მიკრორაიონში, N151 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარს აგებენ. სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური.
გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარი მუხიანში 1 400 კვ.მ ფართობზე, ხოლო ხევისპირის ქუჩაზე 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.
"მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ეტაპობრივად, არაერთ მისამართს მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს.
სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის...
ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ფალიაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ქსელების მოწესრიგება ფალიაშვილის N47-ში, N49-ში და N51-ში, მოქალაქეთა განაცხადის საფუძველზე ხორციელდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს.
სამივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 75 000 ლარს შეადგენს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































