ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენას სექტემბრის ბოლოდან დაიწყებენ

744

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თიბისი ბანკს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.

“ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის ბოლოდან დაიწყება“, – ნათქვამია სამინისტროის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.