დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.
“არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას,” – განაცხადა კახა კალაძემ.