წყლის, ჰიგიენის და ინფრასტრუქტურის პრობლემები აჭარის 45 სკოლაში (ვიდეო)

586

აჭარის ტელევიზია” განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ აჭარაში არსებული 229 სკოლიდან დაახლოებით 45 სარეაბილიტაციოა.

მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ამორტიზებულ შენობაში შეხვდებიან. ამ სოფელში სკოლის შენობა დასანგრევია, ახლის ასაშენებლად კი სამინისტრო მუნიციპალიტეტისგან ელოდება მიწის გადაცემას.

ასევე, ამორტიზებულია ოჩხამურის სკოლაც, სადაც არ არის სველი წერტილი. წყალი არ აქვთ ხულოშიც, სოფელ ირემაძეებში, საციხურის სკოლაში კი საპირფარეშო შენობის გვერდითაა მოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ სკოლების გარემონტების თუ აშენების საკითხს სამინისტროს ნაცვლად კონკრეტული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს.